
10თებ,2025
საერთაშორისო კონფერენცია - „სამოქალაქო საპროცესო სამართალი და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები“
კონფერენციის შესახებ
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი აცხადებს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „სამოქალაქო საპროცესო სამართალი და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები“.
კონფერენციის თემატიკა კონცენტრირდება თანამედროვე სამოქალაქო საპროცესო სამართალსა და დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებებზე (მედიაცია, არბიტრაჟი და ა.შ.).
კონფერენციის უმთავრესი დანიშნულებაა შედარებითი მეთოდით, გააერთიანოს სხვდასხვა ქვეყნის მეცნიერების მიერ დამუშავებული თეორიული და პრაქტიკული საკითხები, გამოკვეთოს პრობლემებები და შეიმუშაოს მათი გადაჭრის საუკეთესო გზები.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალს, დოქტორანტებსა და საკითხებით დაინტერესებულ პრაქტიკოსებს, როგორც იურისტებს, ისე მედიატორებს, არბიტრებს და ა.შ.
კონფერენციის ჩატარების თარიღი და ადგილი:
კონფერენცია ჩატარდება 2025 წლის 29 აპრილს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში (თბილისი, კ. ქუთათელაძის ქ. N3)
კონფერენციის პარტნიორები:
იურიდიული კომპანია „ჯეი ენდ თი ქონსალთინგი“
თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტი
სამუშაო ენა: ინგლისური
მოხსენების სათაურებისა და აბსტრაქტების გამოგზავნის ვადა: 2025 წლის 25 თებერვალი
სამეცნიერო კომიტეტი:
- გიორგი ცერცვაძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო);
- ტომაშ შანჩილო (კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტი, პოლონეთის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე);
- ოთარ მაჩაიძე (GIPA, საქართველო);
- ნატალი პოტინი (ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტი, საფრანგეთი);
- გიორგი მესხი (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, საქართველო);
- ტეტიანა დრაკოხრუსტი (დასავლეთ უკრაინის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უკრაინა);
- მათე ხვედელიძე (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, საქართველო);
- ანჟეი ჰერბეტი (ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი, პოლონეთი);
- ლაშა ცერცვაძე (თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველო);
- ნატალია მარჩენკო (დასავლეთ უკრაინის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უკრაინა);
- რობიზონ ხურცილავა (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო);
- ირაკლი შამათავა (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველო);
- ფაბიო ვეიგა (პორტოს უნივერსიტეტი, პორტუგალია).
- გიორგი გიგუაშვილი (კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველო)
სარეგისტრაციო ლინკი : https://forms.gle/N41ADrrQtSnhkaUN9