
04ივნ,2025
საერთაშორისო კონფერენცია – „სამედიცინო განათლების გამოწვევები 2025“
2025 წლის 27 მაისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა მეორე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე – „სამედიცინო განათლების გამოწვევები“.
კონფერენციის პარტნიორები იყვნენ იოანე პავლე II-ის ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი და კამელიელთა სამედიცინო ცენტრი.
ღონისძიების მიზანი იყო სამედიცინო განათლების განვითარების ხელშეწყობა – აქტუალური საკითხების განხილვის, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების და მათი გადაჭრის გზების დასახვის გზით.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც წარადგინეს უახლესი კვლევები და გამოცდილება სამედიცინო განათლების მიმართულებით.
წარდგენილი მოხსენებები:
- ჯილდა ჭეიშვილი – „სამედიცინო განათლების გამოწვევები საქართველოში“. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი,პროფესორი.
- თარაკა დუნუვილა – „ბარიერების გარღვევა სამედიცინო განათლებაში: როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი კვლევითი მეთოდოლოგიის სწავლებას“. პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- მიხალ სკოჩილასი – „3D ანატომიური მოდელების გამოყენება და სამედიცინო სტუდენტების ჩართულობა ინტეგრირებული ანატომიის კურსისთვის მათი მომზადების პროცესში“.იოანე პავლე II ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი, პოლონეთი
- სალომე ბარბაქაძე – „ფაგური თერაპიის ეფექტურობა ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული კლინიკური შტამების წინააღმდეგ“. ასოცირებული პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- სალომე ახვლედიანი – „კლინიკური სწავლებაში არსებული გამოწვევები“. ასოცირებული პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- კაგან კ. – „აგრობიოტექნოლოგიები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში XXI საუკუნეში – აზოტის სასუქის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე“, იოანე პავლე II ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი, პოლონეთი.