30მაი,2018
საერთაშორისო კონფერენცია: „სამართალი და გლობალური უსაფრთხოება
2018 წლის 29 მაისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „სამართალი და გლობალური უსაფრთხოება“, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ეხებოდა საქართველო-რუსეთის ომის, საერთაშორისო უსაფრთხოების, ნარკოტრაფიკის, ორგანოებით ვაჭრობის, ტერორიზმისა და უსაფრთხოების კონტექსტში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საკითხებს.
მომხსენებლები იყვნენ როგორც ქართველი ასევე უცხოელი სტუმრები. კონფერენცია გახსნა საბაუნის რექტორმა ბატონმა ვაჟა ვარდიძემ.