![საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: პოსტსაბჭოთა ქვეყნები - გამოწვევები, პერსპექტივები](https://www.sabauni.edu.ge/img/news/saerTaSoriso-konferencias-Temaze:-postsabWoTa-qveynebi---gamowvevebi,-perspeqtivebi-1594877370.jpg)
21მაი,2018
საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: პოსტსაბჭოთა ქვეყნები - გამოწვევები, პერსპექტივები
2018 წლის 19 მაისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პოსტსაბჭოთა კვლევების ინსტიტუტმა (IPSS) უმასპინძლა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: პოსტსაბჭოთა ქვეყნები - გამოწვევები, პერსპექტივები. კონფერენცია გახსნეს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა ვაჟა ვარდიძემ, პოსტსაბჭოთა კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ქალბატონმა გვანცა აბდალაძემ და კონფერენციის სპეციალურმა სტუმარმა, ევროპარლამენტის წევრმა ბატონმა იან ოლბრიხტმა. კონფერენცია მოიცავდა 4 პანელს აკადემიური პერსონალისა და საჯარო მოხელეების მონაწილეობით და 2 ახალგაზრდულ პანელს სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევარებისთვის. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის წარმომადგენლები.