
16მაი,2025
საერთაშორისო კვირეული ვალენსიის კათოლიკურ უნივერსიტეტში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ ქობულაძემ და მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ,
პროფესორმა ვაჟა ვარდიძემ ვალენსიის კათოლიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში მიიღეს მონაწილეობა, რომლის თემა იყო
ინტერკულტურულობა.
ხუთდღიანი პროგრამა როგორც ვორქშოპებს, მოხსენებებს, კულტურულ-სოციალური ღონისძიებებსა და ინდივიდუალურ შეხვედრებს მასპინძელი უნივერსიტეტის
სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან.
თამარ ქობულაძე შეხვდა ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პროფესორებს, რომლებთანაც სამომავლო თანამშრომლობის გზებზე ისაუბრა, განიხილეს შესაძლებლობები
ერთობლივ სასერტიფიკატო კურსებზე, პროგრამებსა და პროექტებზე.
„საერთაშორისო კვირეულის განმავლობაში გაზიარებული ცოდნა-გამოცდილება და ტექნიკები დაგვეხმარება სტუდენტების მრავალფეროვნების მართვაში; ასევე,
ფსიქოლოგიის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას მოგვცემს“ თამარ ქობულაძე.
პროფესორი ვაჟა ვარდიძე შეხვდა თეოლოგიის ფაკულტეტის წარომადგენლებს, რომლებთანაც თეოლოგიის გამოწვევებზე ისაუბრეს, ასევე ესპანელ კოლეგებთან
ისაუბრა სამეცნიერო მიმართულებით თანამშრომლობაზე. აღსანიშნავია, რომ ვალენსიის კათოლიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტი აღიარებულია წმინდა საყდრის მიერ.
საერთაშორისო კვირეული 2025 წლის 5-9 მაისს გაიმართა და მასში მონაწილეობდა ოცზე მეტი წარმომადგენელი მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. საბაუნის
პერსონალის მობილობა განხორციელდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA171 ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში.
გალერეა

.jpg)
.jpg)





