
12ივნ,2020
საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია
12 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა კოვიდ პანდემიისადმი მიძღნილი საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ საბაუნის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები ამერიკიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, ხორვატიიდან და უკრაინიდან. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, თუ როგორ ადაპტირდა და გაუმკლავდა თითოეული უნივერსიტეტი პანდემიით გამოწვეულ გამოწვევებს, როგორც სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალთან მიმართებაში, ასევე, სასწავლო და კვლევით საკითხებშიც. კონფერენციის დროს საუბარი ასევე შეეხო უნივერსიტეტების მიერ საზოგადოებისათვის გაწეული სასარგებლო და სამაგალითო საქმიანობების გაზიარებასაც, რაც თავის მხრივ არის ქრისტიანული რწმენის პრაქტიკული გამოხატულების ნიშანი.
უნივერსიტეტების წარდგენისა და გამოცდილების გაზიარების შემდეგ, კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს სამომავლოდუნივერსიტეტებს შორის უფრო მჭირდო თანამშრომლობაზე, რათა მაქსიმალურად შეამცირონ პანდემიით გამოწვეული ზეგავლენა თითოეულ უნივერსიტეტეზე.
გამოიკვეთა რამდენიმე წინადადება, რომელთაგან, პირველ რიგში ყურადღება დაეთმო მაგისტრების, ბაკალავრებისა და დოქტორანტების ერთობლივ ღონისძიებებს, დაიგეგმა ერთობლივი საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია, ხოლო დოქტორანტებსიათვის, განიხილეს ერთობლივი კვლევების საკითხი.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების ქსელის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლები: ნანოვიჩის ინსტიტუტის დირექტორი კლემენს სედეკი, ნანოვიჩის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე მონიკა კარო, ნანოვიჩის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი (2018 წლამდე) ჯეიმს მაკადამსი (ნოტრ-დამის უნივერსიტეტი, ნანოვიჩის ევროპათმცოდნეობის ინსტიტუტი აშშ), პეტერ პაზმანის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი რიჩარდ სომორიან-დორფლეინი (უნგრეთი), მარეკ ბაბიჩი (რუჟომბეროკის უნივერსიტეტი სლოვაკეთი), სლავომირ ნოვოსად (ლუბლინის იოანე პავლე მეორის კათოლიკური უნივერსიტეტი, პოლონეთი), ზორან ტურზა (ხორვატიის უნივერსიტეტი, ხორვატია), უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტეის ვიცე რექტორი ტარას დობკო (უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტი,უკრაინა).
ონლაინ კონფერენცია ჩატარდა 20 მაისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ჩანიშნული საერთაშორისო კონფერენციის სანაცვლოდ, რომელიც პანდემიის გამო გადაიდო მომავალი წლისთვის. აღნიშნული კონფერენციის თემა იყო „დემოკრატიის გამოწვევები“ და ტარდებოდა კათოლიკური უნივერსიტეტების პარტნიორობის ფარგლებში. კათოლიკური უნივერსიტეტების პარტნიორობა არის ნოტრ დამის უნივერსიტეტთან არსებული ნანოვიჩის ინსტიტუტის პროექტი, რომლის მიზანია კათოლიკური უნივერსიტეტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში. პროექტი 2003 წლიდან მოქმედებს და დღემდე მრავალი საინტერესო კონფერენციისა და პროექტის მხარდამჭერია. 2014 წლიდან ყოველ წელს პროექტის მხარდაჭერით პატნიორობის წევრ უნივერსიტეტებში იმართება საერთაშორისო კონფერენციები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. კათოლიკური უნივერსიტეტების პარტნიორობის წევრი უნივერსიტეტებია: რუჟომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტი (სლოვაკეთი), ხორვატიის კათოლიკური უნივერსიტეტი (ხორვატია), ლუბლინის იოანე პავლე მეორის კათლიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი), პაზმანი პეტერის უნივერსიტეტი (უნგრეთი), სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი (საქართველო), უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტი (უკრაინა). დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, ამ პარტნიორობას უერთდება: აიხშტატ-ინგოლშთადტის კათოლიკური უნივერსიტეტი (გერმანია), წმ. გულის უნივერსიტეტი (იტალია), პარიზის კათოლიკური უნივერსიტეტი(საფრანგეთი).
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და ნოტრ დამის უნივერსიტეტთან არსებული ნანოვიჩის ევროპათმცოდნეობის ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით 2014 წლიდან ტარდება ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.
გალერეა






