
08დეკ,2022
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „დემოკრატიის საფრთხეები: ნაციონალიზმი, პოპულიზმი, ექსტრემიზმი და ქრისტიანობა“
29 ნოემბერი-3 დეკემბრის დროის ინტერვალში პოლონეთში კრაკოვის პონტიფიკურ უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "Threats to Democracy: Nationalism, Populism, Extremism and Christianity's Response to Them", სადაც სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა მოხსენებები წარადგინეს.
აღნიშნულ კონფერენციაში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტების გარდა მონაწილეობას იღებდნენ კრაკოვის პონტიფიკური უნივერსიტეტის (პოლონეთი), ერფურტის უნივერსიტეტის (გერმანია), იოანე პავლე II-ის სახელობის ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის (პოლონეთი), სეგედის უნივერსიტეტის (უნგრეთი), ჩარლზის უნივერსიტეტის (ჩეხეთი) პროფესორები და სტუდენტები.