
08ივნ,2017
საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი
2017 წლის 6-8 ივნისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი. ღონისძიება გახსნა საბაუნის რექტორმა პროფ. ვაჟა ვარდიძემ. კონფერენციაზე მომხსენებლებსა და აუდიტორიას სიტყვით მიმართა იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ. იტალიელმა და ქართველმა მომხსენებლებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები. სიმპოზიუმი 8 ივნისს ახალციხეში, რაბათის ციხის მონახულებით დასრულდა.
გალერეა












