
20მაი,2025
საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის Erasmus+ მობილობა სოფიის უნივერსიტეტში
2025 წლის 22-28 აპრილს, საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, შორენა პარუნაშვილი Erasmus+ KA171 ადმინსიტრაციული პერსონალის მობილობის პროგრამით ბულგარეთში, სოფიის წმ. კლიმენტი ოხრიდელის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში შორენა პარუნაშვილი შეხვდა კოლეგებს საერთაშორისოურთიერთობების ოფისიდან, სადაც ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის
თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასა და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი ასევე შეხვდა ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ სონია კარაბელიოვას, რომელთანაც
განიხილეს თანამშრომლობა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტსა და სოფიის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტს შორის. პროფესიით ფსიქოლოგი
პროფესორი კარაბელიოვა დაინტერესდა ერთობლივი პროექტებით და პერსონალის და სტუდენტების გაცვლითი პროგრამებით. სოფიის უნივერსიტეტს აქვს სამივე საფეხურის პროგრამები ფსიქოლოგიის თითქმის ყველა მიმართულებით.
გარდა ამისა,ფაკულტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს ფსიქოლოგიის საკონსულტაციო ცენტრი,რომელიც Erasmus+ ინსტიტუციური პროექტის ფარგლებში დაფუძნდა და
მხარდაჭერილია ევროპელი კოლეგების მიერ. პროფესორმა კარაბელიოვამ ქართველი კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა. ასევე, დაინტერესდა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ვიზიტით და ქართველი კოლეგების გაცნობით.
მობილობის შედეგად, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და სოფიის წმ.კლიმენტი ოხრიდელის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდება
თანამშრომლობის მემორანდუმი და მომზადდება Erasmus+ KA171 საპროექტო განაცხადი2026 წლისთვის. ასევე, საბაუნის პროფესორებს საშუალება ექნებათ მოკლე ვადიანი კვლევითი პროექტით ეწვიონ სოფიის უნივერსიტეტს სრული დაფინანსებით.