
30ივლ,2023
საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ვიზიტი ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, შორენა პარუნაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩეხეთში, ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში შორენა პარუნაშვილი შეხვდა მასპინძელი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სათაო ოფისის და ფაკულტეტების წარმომადგენლებს, რომლის დროსაც კოლეგებმა შეაფასეს მიმდინარე Erasmus+ პროექტი, განიხილეს პროექტის განხორციელების დროს წამოჭრილი საკითხები და ასევე მობილობების შედეგები.
„მობილობა სხვადასხვა კუთხით იყო საინტერესო, ერთი მხრივ პირადად გავიცანი კოლეგები, რომლებთანაც წლების მანძილზე მქონდა ონლაინ კომუნიკაცია, ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტზე და დავსახეთ სამომავლო გეგმები, ხოლო მეორე მხრივ შევხვდი კოლეგებს სხვადასხვა ფაკულტეტებიდან, სადაც გამოვთქვით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი და მზაობა არა მხოლოდ Erasmus+ კრედიტების მობილობის ფარგლებში, არამედ ინდივიდუალური გაცვლითი პროგრამის, ვიშეგრადის ფონდის და სხვა პროექტების საშუალებით. გარდა ამისა, მქონდა შეხვედრები თეოლოგიის ფაკულტეტის კომუნკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პროფესორ იაროსლავ ფრანცთან და ამავე ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართლების პროფესორთან, იაკუბ დოლეზელთან, რომლებმაც გამოთქვეს თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზაობა სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, როგორიცაა საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა, პუბლიკაციები, გამოცდილების გაზიარება და სხვა.
ვიზიტი განხორციელდა Erasmus+ ICM პერსონალის მობილობის ფარგლებში 2023 წლის 25 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი და პალაცკის უნივერსიტეტი 2019 წლიდან თანამშრომლობენ. მიმდინარე Erasmus+ ICM პროექტის ფარგლებში საბაუნის ათი სტუდენტი და პერსონალი მობილობით სტუმრობდა პალაცკის უნივერსიტეტს.