15აპრ,2022
საჯარო ლექცია
2022 წლის 14 აპრილს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: "ცხონება -წარწყმედის გაგებისათვის ვეფხისტყაოსნის ერთ სტროფში", რომელსაც უძღვებოდა დეკანოზი მიქაელ გალდავა.
მომხსენებელმა განიხილა შემდეგი თემები
1.“ცხოვნება-წარწყმედის“ ძველქართული ლექსიკური მნიშვნელობანი;
2.ვეფხისტყაოსნის ცნობილი სტრიქონისადმი („ღმერთმა ერთი ვით აცხოვნოს, თუ მეორე არ წარწყმიდოს“) არსებული რუსთველოლოგიური მოსაზრებანი;
3.საღვთო „წინასწარგანჩინებისა“ (ლათ. პრედესტინაციოს) და ბედისწერის ურთიერთმიმართების შესახებ;
4.განსახილველი სტრიქონის ჩვენეული მოაზრება და არგუმენტირება ლექსიკური, სინტაქსური და თეოლოგიური მოცემულობის გათვალისწინებით;
5.ღვთივსათნო ასკეზის წინაპირობა ზნეობრივი სრულყოფისათვის.