06ნოე,2018
საჯარო ლექცია - ქალ მოსამართლეთა როლი სასამართლო სისტემაში
018 წლის 6 ნოემბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: ქალ მოსამართლეთა როლი სასამართლო სისტემაში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო ექსპერტები და მოსამართლეები: ამერიკიდან, ბრიტანეთიდან, ავსტრიიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიიდან.
მოხსენებებით წარსდგნენ: მოსამართლე ელისონ ქეი დანქენი - USAID/PROLoG-ის ექსპერტი, აშშ-ის მოსამართლეთა კონფერენციის, მოსამართლეთა საერთაშორისო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე, მოსამართლე რენატე ვინტერი, ევროკავშირი საქართველოსთვის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის (EU4Justice) ხელმძღვანელი,მოსამართლე კატიცა არტუკოვიჩი, ევროპის საბჭოს ექსპერტი, მაგისტრატი ავრილ კალდერი - ევროკავშირი საქართველოსთვის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის (EU4Justice) ექსპერტი, არასრუწლოვანთა და საოჯახო საქმეების განმხილველ მოსამართლეებისა და მაგისტრატების საერთაშორისო ასოციაციის ყოფილი პრეზეიდენტი.