25მარ,2021
საჯარო ლექცია თემაზე ,,ეკონომიკური გაკვეთილი ილიასგან
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექციას თემაზე ,,ეკონომიკური გაკვეთილი ილიასგან".
ლექციის ფარგლებში განხილული იყო ილია ჭავჭავაძისეული ეკონომიკური განვითარების ხედვა და პარალელები დღევანდელ გარემოებებთან. აქცენტების დაისვა ეკონომიკური პოლიტიკის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
- კერძო საკუთრების დაცულობის მნიშვნელობა;
- საინვესტიციო გარემო;
- შიდა და საერთაშორისო ვაჭრობისა და მეწარმეობის ხელშემწყობი გარემოებები.
ასევე საუბარი შეეხო ილია ჭავჭავაძის ხედვას ქვეყნის სამართლებრივი მოწყობის შესახებ, რაც ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ონლაინ ლესციას უძღვებოდა ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის აფილირებული ლექტორი, საერთშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულების მკვლევარი,
ეკონომისტი და ფილოსოფოსი - გიორგი ჩხიკვაძე.
ლექციის ბოლოს წარიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმატით.