28მაი,2016
საჯარო ლექცია თემაზე: სექსუალური ძალადობა არასრულწლოვნებზე და მოწყვლად ადამიანებზე
2016 წლის 25 მაისს, საბაუნის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საჯარო ლექცია-დისკუსია თემაზე: „სექსუალური ძალადობა არასრულწლოვნებზე და მოწყვლად ადამიანებზე“. ღონისძიებას უძღვებოდა რომის გრიგორიანას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტი, ედვარდ გოგილაშვილი. ლექციაზე ისაუბრეს სექსუალური ძალადობის შედეგებსა და საზოგადოების აზრის მნიშვნელობაზე ამ თემის კვლევისას. მოხსენებამ სტუდენტების დიდი დაინტერესება გამოიწვია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.