
22დეკ,2023
საჯარო ლექცია, თემაზე: „ღმერთის სიტყვის განკაცება და მისი მნიშვნელობა კაცობრიობისათვის“
სულხან-საბა ორბელიანის თეოლოგიის ფაკულტეტის ორგანიზებით, ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარდება საჯარო ლექცია, თემაზე: „ღმერთის სიტყვის განკაცება და მისი მნიშვნელობა კაცობრიობისათვის“.
"რა იზეიმება შობის დღესასწაულზე? რას აღნიშნავს ეკლესია ყოველწლიურად ზამთრის ყველაზე გრძელი ღამისა და მოკლე დღის პერიოდში?"
ამ კითხვებსა და საკითხებს უკავშირდებოდა საჯარო ლექცია, რომელიც საბაუნის რექტორმა, აკაკი ჭელიძემ ჩაატარა.