27ოქტ,2016
საქართველოს კონფლიქტური რეგიონები და საერთაშორისო ანალოგები
2016 წლის 27 ოქტომბერს, საბაუნის სამართლის ფაკულტეტის დეკანატისა და უნივერსიტეტთან არსებული იურისტთა კლუბის ორგანიზებით, მორიგი საინტერესო შეხვედრა შედგა. პროფესორმა გიორგი გორაძემ საბაუნის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: საქართველოს კონფლიქტური რეგიონები და საერთაშორისო ანალოგები. შეხვედრა სტუდენტთა აქტიური ჩართულობით, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
მიმდინარე სემესტრში საბაუნის იურისტთა კლუბისა და დეკანატის მიერ განხორციელებული ეს უკვე მესამე ერთობლივი პროექტია, საჯარო ლექციების ციკლი საინტერესო თემებზე საბაუნიში მომავალშიც გაგრძელდება