
22მაი,2025
სამართლის ფაკულტეტის ახალი პარტნიორი უნივერსიტეტი ლუბლინში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტსა და ლუბლინის მარი კიური-სკლოდოვსკას უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ითვალისწინებს ფაკულტეტებს შორის თანამშრომლობას სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლის, ერთობლივ პროექტებში მონაწილეობის მიღების და ასევე, სამეცნიერო ლიტერატურის გაზიარების მიმართულებით.
ფაკულტეტებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი გორაძემ და ლუბლინის მარი კიური-სკლოდოვსკას სახელობის უნივერსიტეტიდან პრორექტორმა, პროფესორმა არკადიუს ბერეზამ, სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა იაროსლავ კოსტრუბიეცმა და იურიდიულ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მარეკ კულიკმა.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და ლუბლინის მარი კიური-სკლოდოვსკას უნივერსიტეტს შორი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა 2023 წელს, ხოლო 2024 წლიდან უნივერსიტეტები თანამშრომლობენ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA171 პროექტის ფარგლებში სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.
ახლად გაფორმებული მემორანდუმი საფუძვლად დაედება სამართლის მიმართულებით ფაკულტეტებს შორის როგორც ერთობლივი პროექტების, ასევე Erasmus+ KA171 პროექტების დაგეგმვა/განხორციელებასაც.
გალერეა
.jpg)
.jpg)
.jpeg)

