20ოქტ,2024
სამართლის ფაკულტეტის დეკანი პერსონალის მობილობის პროგრამით კალიშის უნივერსიტეტს სტუმრობდა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი გორაძე Erasmus+ KA 171 პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში კალიშის უნივერსიტეტს სტუმრობდა.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორი გორაძე შეხვდა სამართის ფაკულტეტისა და საერთაშორისო ურთიერთობების წარმომადგენლებს. ინტერაქციულ ფორმატში მის მიერ ჩატარებულმა ლექციებმა პოლონელ სტუდენტების დიდი მოწონება და დაინტერესება დაიმსახურა.
„კალიშის უნივერსიტეტი ჩემთვის იყოს აღმოჩენა. სამართლის ფაკულტეტი იქ ახალი გახსნილია და შესაბამისად, ფაკულტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა და ჩვენი გამოცდილების მათთვის გაზიარება აღმოჩნდა ძალიან ნაყოფიერი. შეხვედრაზე შევთანხმდით ფაკულტეტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე ერთობლივი პროექტებისა და კვლევების მიმართულებით. პოლონელმა პროფესორები ასევე დაინტერესდნენ ჩვენს ინგლისურენოვან ჟურნალში სტატიის გამოქვეყნებით და მომავალი ნომრისთვის ველოდებით მათ სტატიებს.“ - გიორგი გორაძე.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი გორაძე ასევე შეხვდა იუსტიციის აკადემიის კალიშის ფილიალის წარმომადგენლებს, რომლებთანაც ისაუბრა ერთობლივ პროექტებზე.
ერასმუსის პერსონალის მობილობა კალიშის უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 14-18 ოქტომბერს განხორციელდა.