
30ნოე,2023
სამართლის ფაკულტეტის პროფესორებმა სამეცნიერო კვლევის შედეგები წარადგინეს
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორებმა სამეცნიერო კვლევის შედეგები წარადგინეს.
- დიმიტრი გეგენავა - სასამართლო დისკრეცია, რთული შემთხვევები და ადმინისტრაციული მართლმსაჯულების ქართული სისტემა;
- გიორგი გორაძე - კონსტიტუციური რეფორმები საქართველოში და ევროპული კონსტიტუციური იდენტობა;
- უშანგი ბახტაძე - სასამართლო სისტემის ეფექტურობის შეფასება საქართველოში: ყოვლისმომცველი კვლევა;
- სიმონ ტაკაშვილი - ADR და მისი სამართლებრივი შედეგები კანონის უზენაესობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების ფონზე.
აღნიშნული კვლევები შედგა Comparative Research Platform-ის ფარგლებში, რომელიც პოლონეთის იუსტიციის სამინისტროს კვლევითმა ინსტიტუტმა განახორციელა.
პროექტში აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის 8 სახელმწიფოს პროფესორები იყვნენ ჩართულნი. საქართველოდან პროექტში მხოლოდ საბაუნის პროფესორები მონაწილეობდნენ.