
21ნოე,2022
სამართლის კლინიკის პრეზენტაცია
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის პრეზენტაცია გაიმართება.
სოციალური ცნობიერების ასამაღლებლად საბაუნის სამართლის კლინიკა აქტიურად იმუშავებს Street Law-ს ფარგლებში. კლინიკის წარმომადგენლები კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებთან პრაქტიკული, თეორიული ხასიათის შეხვედრებსა თუ ტრენინგებს ჩატარებენ.
"სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებას იწყებს სამართლის კლინიკა, რომლის მიზანია, სამართლის სტუდენტებს შეასწავლოს პრაქტიკული უნარ-ჩვენები, გამოუმუშაოს ადვოკატის პროფესიული უნარები და ჩამოუყალიბოს სოციალური პასუხისმგებლობა. გარდა ამისა,სამართლის კლინიკის ამოცანაა, საზოგადოებისათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
მენტორ ადვოკატებთან ერთად, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ რეალური საქმეებით შეისწავლონ, როგორც ადვოკატირების უნარ-ჩვევები, ასევე ის მნიშვნელოვანი თვისებები, რასაც ტრენინგების ჩატარების დროს დაეუფლებიან.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის კლინიკა, ბენეფიციარებს სთავაზობს უფასო იურიდიულ მომსახურებას, როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებებით" - მარიამ გაგოშიძე, სამართლის კლინიკის ხელმძღვანელი.
Სამართლის კლინიკა შემდეგ მიზნებს ემსახურება:
• მიზნობრივი ჯგუფებისათვის სამართლებრივ საკითხებზე საბაზისო ცოდნის მიწოდება;
• მართლმსჯულების ხელმისაწვდომობის ხარისხის გაზრდა;
• თანასწორობისა და სამართლიანობის ხარისხის გაზრდა საზოგადოებაში.
სამართლის კლინიკის მოცემული პროგრამის ფარგლებში, საწყის ეტაპზე, სამიზნე აუდიტორიად განსაზღვრულია თბილისის ხუთი საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და ზოგადად, სასკოლო საზოგადოება.
გალერეა
