08ივნ,2026
სამართლისა და ტექნოლოგიების კვირეული ოფიციალურად გაიხსნა.
აშშ-ის საელჩოს „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (UCBP) ფარგლებში ორშაბათს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სამართლისა და ტექნოლოგიების კვირეული ოფიციალურად გაიხსნა.
ვმასპინძლობთ ემორის უნივერსიტეტის პროფესორს, ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების კლინიკისა და TI:GER პროგრამის დირექტორს - ნიკოლ მორისს (აშშ), რომელიც უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ გუნდთან ერთად იმუშავებს ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკის, LegalTech-ისა და „სამართალი და ტექნოლოგიების“ სამაგისტრო პროგრამის განვითარების მიმართულებით.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები, დისკუსიები და პრაქტიკული სესიები, რომლებიც სამართლის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროების დაახლოებასა და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.
ემორის უნივერსიტეტის საპასუხო ვიზიტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დაფინანსებული „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (UCBP) ფარგლებში, რომელსაც „საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები“ ახორციელებს და მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლესი განათლების სასწავლებლების სამართლის ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და სამეწარმეო უნარების პოტენციალის გაძლიერებას.