
27მაი,2020
„სამშობლოსათვის თავდადებული“ - საბაუნის სტუდენტის ჯილდო
საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი, გიორგი მახარაშვილი დაჯილდოვდა უმაღლესი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“ (ლომგული), რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს გადაეცა.
მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“ აჯილდოებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისათვის როგორც საომარი მდგომარეობის, ისე, მშვიდობიანობის პერიოდში.
გიორგი 10 წელია მსახურობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და მიღებული აქვს სხვადასხვა სინჯის მედალი. 2014-2015 წლებში იგი იბრძოდა ავღანეთში და იცავდა საქართველოს ღირსებას.
გიორგი ამავდროულად არის ქართული ტრადიციული ჭიდაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფალავანი და საქართველოს მრავალ გზის ჩემპიონი. გიორგის ასევე, არაერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული საერთაშორისო ტურნირებზე.
ვულოცავთ გიორგის საპატიო ჯილდოს მიღებას და წარმატებებს ვუსურვებთ!
გალერეა
