
10ივლ,2022
საოჯახო სამართლის ლექციები პოლონელი სტუდენტებისთვის
2022 წლის 13-17 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის მოწვეული ლექტორი, ლიკა კობალაძე Erasmus+ პერსონალის მობილობის პროგრამით იმყოფებოდა კრაკოვის პონტიფიკური უნივერსიტეტში, სადაც ერთი კვირის მანძილზე ჩაატარა ლექციები საოჯახო სამართლის მიმართულებით.
„ჩემი მობილობა საკმაოდ ნაყოფიერ და სასარგებლო რეჟიმში წარიმართა, გავიცანი პოლონელი კოლეგები, მივიღე საინტერესო გამოცდილება, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს სამომავლო პრაქტიკაში“ - ლიკა კობალაძე
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი და კრაკოვის პონტიფიკური უნივერსიტეტი დიდი ხნის პარტნიორი უნივერსიტეტებია, რომლებიც Erasmus+ პროგრამების გარდა ნაყოფიერად თანამშრომლობენ სხვა ერთობლივი პროექტის ფარგლებში (კონფერენციები, სასწავლო ვიზიტები და ასე შემდეგ.)