09თებ,2024
სასწავლო და კვლევითი სტიპენდიები ლატვიის უნივერსიტეტებში
ლატვიის სახელმწიფო სტიპენდიები ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის.
ხანგრძლივობა - 10-11 თვე
აკადემიური წელი ლატვიაში იწყება პირველ სექტემბერს და სრულდება 20 ივნისს
სააპლიკაციო პერიოდი:
2024 წლის 1-ლი თებერვლიდან 2024 წლის 1-ლი აპრილის ჩათვლით.
სტიპენდიის მოპოვების მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია აქ.
ამავე პორტალზე უნდა აიტვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
დოკუმენტაცია:
- ლატვიის უნივერსიტეტიდან მიღებული წერილი (დაუკავშირდით უშუალოდ უნივერსიტეტს, საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ აქ)
- CV (Euro pass ფორმატით)
- სამოტივაციო წერილი
- დიპლომი ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული საბუთი სტუდენტის აკადემიური ხარისხის შესახებ
- რეკომენდაციის წერილი
- სასწავლო გეგმა
- უცხო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი / დოკუმენტი
- პასპორტის ასლი
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება
ფინანსური მხარე
საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის - 500 ევრო (თვეში)
სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის - 600 ევრო (თვეში)
სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისათვის - 700 ევრო (თვეში)
შენიშვნა: ლატვიის უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამების უმრავლესობა ფასიანია. რეგისტრაციის გავლამდე, აპლიკანტები ყურადღებით უნდა გაეცნონ თითოეული უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ პირობებს.
ლატვიის სტიპენდიების მიღება შეუძლება სხვა სტიპენდიის პარალელურად.
სტიპენდიის მფლობელმა თავად უნდა დაფაროს დაზღვევის ხარჯები
აპლიკანტებს შეარჩევს VIAA-ს (ლატვიის რესპუბლიკის განათლების განვითარების სააგენტო) მიერ.
შესარჩევი კრიტერიუმები
ყველა კანდიდატი გადაწყვეტილების შესახებ პასუხს მიიღებს ელ.ფოსტაზე, ასევე ხელმისაწვდომი იქნება სააპლიკაციო პორტალზე.
ვრცლად ინფორმაციას გაეცანით აქ.