10ივლ,2024
სასწავლო სტიპენდიები ერთწლიანი LL.M პროგრამებზე სასწავლებლად ბუდაპეშტში
ცენტრალური ევროპის აკადემია (ბუდაპეშტი, უნგრეთი) აცხადებს საბუთების მიღებას ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ადამიანის უფლებების და ბავშვთა უფლებების მიმართულებით. პროგრამები გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში. ლექციები ჩატარდება შაბათ-კვირას online. პირველი სემესტრის (ოქტომბერი - დეკემბრის შუა რიცხვები) განმავლობაში დაგეგმილია ერთი 4 დღიანი სალექციო კურსი ადგილზე (ბუდაპეშტში) და ორი პირისპირ შეხვედრა (ერთი 4 დღიანი სალექციო კურსი, და ერთი შეხვედრა დასკვნითი გამოცდებისათვის (მაისი/ივნისი) მეორე სემესტრის განმავლობაში (თებერვალი - აპრილი).
პროგრამის მონაწილეებს გადაეცემათ სტიპენდია 800 000 უნგრული ფორინტი პირველი სემესტრის მანძილზე, და 1 000 000 უნგრული ფორინტი მეორე სემესტრის მანძილზე. აპლიკანტმა სტიპენდიიდან უნდა გადაიხადოს სწავლის და რეგისტრაციის საფასური (500 000 უნგრული ფორინტი +3 000 უნგრული ფორინტი).
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამართლის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს, აქტიურ სადოქტორო პროგრამის სტუდენტებსა და ასევე სადოქტორო პროგრამის კურსამთავრებულებს. შერჩევის დროს უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომელთაც აქვთ სამუშაო გამოცდილება ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის მიმართულებით.
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:
• CV;
• სამოტივაციო წერილი (უნდა მოიცავდეს ინფორმაციას აპლიკანტის პროფესიული გამოცდილებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით სამომავლო გეგმების შესახებ);
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (B2).
დაინტერესებულმა პირებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ საბაუნის მეილიდან საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ.ფოსტაზე ir@sabauni.edu.ge არაუგვიანეს 2024 წლის 31 აგვისტოსი.
სათაურის ველში მიუთითეთ HRRL LL.M. in Hungary.
შერჩევის კრიტერიუმები:
• მოტივაცია;
• ინგლისური ენის ცოდნა;
• აკადემიური მოსწრება/პროფესიული გამოცდილება.
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომელთაც არ აქვთ მონაწილეობა მიღებული საერთაშორისო გაცვლით პროექტებში.
ეტაპები:
პირველი ეტაპი: 1-10 სექტემბერი - აპლიკანტების შერჩევა და ნომინირებულ სტუდენტთა სიის გადაგზავნა აკადემიაში;
მეორე ეტაპი: 15 სექტემბრის შემდეგ - ცენტრალური ევროპული აკადემიის მიერ აპლიკანტების შერჩევა, მათთან კომუნიკაცია.