
05მარ,2024
სასწავლო სტიპენდიები ვიშეგრადის ქვეყნებში
ცხადდება საბუთების მიღება ვიშეგრადის სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად. კონკურსი განკუთვნილია სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების სტუდენტებისათვის, რომელთაც სურთ ერთი სემესტრის მანძილზე ისწავლონ /კვლევით საქმიანობა აწარმოონ ვიშეგრადის ქვეყნების (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი) უნივერსიტეტებში.
სტიპენდიის ოდენობა: 3000 ევრო ერთი სემესტრის მანძილზე
რეგისტრაცია ხდება ონლაინ, my visegrad-ის პორტალზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 აპრილი (11:59 CET).
პასუხები აპლიკანტებს ეცნობებათ ელ.ფოსტის საშუალებით 2024 წლის 30 ივნისს.
დოკუმენტაცია:
მაგისტრანტებისთვის:
• პასპორტის ელ.ვერსია (დასკანერებული)
• ნიშნების ფურცელი ინგლისურ ენაზე, თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული ან უნივერსიტეტის მიერ ინგლისურ ენაზე გაცემული (მინიმუმ ბოლო ორი სემესტრის) ან დიპლომის დანართი (დასკანერებული ვერსია)
• მასპინძელი უნივერსიტეტიდან მიღების წერილი (დასკანერებული ვერსია)
შენიშვნა: მიღების წერილი უნდა იყოს გაცემული არაუგვიანეს ბოლო ოთხი თვისა და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• აპლიკანტის სრული სახელი, გვარი
• სასწავლო პროგრამა
• საფეხური
• სწავლების დაგეგმილი ვადები / სემესტრების რაოდენობა
• საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერა და ბეჭედი.
დოქტორანტებისთვის:
• პასპორტის ასლი (დასკანერებული)
• მიღების წერილი მიმღები უნივერსიტეტისაგან სამუშაო გეგმის თანხლებით (დასკანერებული)
შენიშვნა: მიღების წერილი უნდა იყოს გაცემული არაუგვიანეს ბოლო ოთხი თვისა და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• აპლიკანტის სახელი და გვარი
• დეტალური სასწავლო/კვლევის გეგმა
• დასტური რომ კვლევა/სწავლება იქნება სრულ განაკვეთზე
• სწავლების/კვლევის ვადები/სემესტრების რაოდენობა
• საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერა და ბეჭედი.
განცხადებას გრანტის შესახებ გაეცანით ბმულზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ წარსადგენ დოკუმენტებს შორის არის მასპინძელი უნივერსიტეტიდან მიღების წერილი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დამოუკიდებლად დაუკავშირდნენ უცხოურ უნივერსიტეტს და მოითხოვონ მიღების წერილი. იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტს ესაჭიროება საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის დახმარება მასპინძელი უნივერსიტეტის მოძიება / დაკონტაქტებაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ ელ.ფოსტაზე ან მოგვაკითხოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში არაუგვიანეს 2024 წლის 30 მარტისა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
შორენა პარუნაშვილი
საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი
ელ.ფოსტა: Ir@sabauni.edu.ge;
Sh.parunashvili@sabauni.edu.ge
ტელ.: +995 32 242 22 42/115
ოთახი: 408
სამუშაო საათები: 09:00-17:00