
27მაი,2016
სასწავლო ვიზიტი იუსტიციის სახლში
2016 წლის 27 მაისს, გაიმართა სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ინსტიტუციური ვიზიტი იუსტიციის სასწავლო ცენტრში. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებს გააცნეს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნის საქმიანობის სპეციფიკა, განხორციელებული პროექტები, ასევე, ნორმატიული აქტების მომზადების, ექსპერტიზის, რეგისტრაციისა და გამოქვეყნების თავისებურებები.
პრეზენტაციების შემდეგ სტუდენტებს ჩაუტარდათ მასტერკლასი თემაზე: „პრეზენტაციის უნარ-ჩვევები“. მასტერკლასს უძღვებოდა იუსტიციის სასწავლო ცენტრის პირველი რანგის ტრენერი ცვატა ბერძენიშვილი. ინსტიტუციური ვიზიტის დასრულებისას მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.