01ივნ,2016
სასწავლო ვიზიტი შსს აკადემიაში
2016 წლის 1 ივნისს საბაუნის სამართლის სტუდენტები ეწვივნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, სადაც საინფორმაციო ტურის ფარგლებში დაათვალიერეს და ადგილზე გაეცვნენ სხვადასხვა სამსახურების მუშაობას. ტურის ფარგლებში, სტუდენტებს პრეზენტაციის სახით გააცნეს აკადემიის ისტორია, შემდეგ კი სტუდენტებმა მოინახულეს იმიტირებული ტირის, სასროლეთის, საბაჟოს პუნქტები, სადაც წვრთნებს გადიან აკადემიის კურსანტები და სტუდენტები. საბაუნის სტუდენტებს მიესალმა აკადემიის რექტორი, ბატონი ნუკრი გელაშვილი.