05მაი,2017
სასწავლო ვიზიტი თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონასა და საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერით, საბაუნის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონასა და საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“ საგანმანათლებლო ტური გაიმართა. სტუდენტებმა გამშვები პუნქტი დაათვალიერეს და საზღვრის კვეთის გამარტივებულ პროცედურებს გაეცნენ. საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საგანმანათლებლო ტურის მონაწილეებს გატარებული რეფორმებისა და გეზ-ში არსებული პროცედურების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს.