
14მაი,2016
სასწავლო ვიზიტი ტექნოპარკში
2016 წლის 14 მაისს საბაუნის სტუდენტები საქართველოს ინოვაციების ცენტრ ტექნოპარკს ეწვივნენ საინფორმაციო ტურით. სტუდენტებმა დაათვალიერეს აქ განთავსებული სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები (FAB LAB), საერთაშორისო კომპანიების (Samsung, Cisco, Hp, Intel, Epson) შოურუმები და ფუნქციური სივრცეები სატესტო აპარატურით, დამწყები კომპანიების ინკუბატორები (Start-Up ინკუბატორი), საერთო სამუშაო სივრცე (Co-Working Area).
სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, დაკვირვებოდნენ ლაზერული მჭრელისა და 3D პრინტერის მუშაობას.