05ოქტ,2023
საზაფხულო სკოლა გერმანიაში (DAAD)
გერმანული აკადემიური გაცვლითი პროგრამა (DAAD) აცხადებს საბუთების მიღებას გერმანული ენის (და არა მარტო) საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ისწავლიან გერმანულ ენას (ან შერჩეული სფეროს საგნებს) გერმანულ უნივერსიტეტებსა და ენის სკოლებში ერთი თვის მანძილზე.
მონაწილეობის მიღება შეუძლია:
- საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს;
- სტუდენტებს რომელთაც დახურული აქვთ მინიმუმ ორი აკადემიური წელი საზაფხულო სკოლის განხორციელების დროისთვის.
კურსები წარიმართება გერმანულ ენაზე
მასპინძელი უნივერსიტეტების შემოთავაზებული კურსები იხილეთ მბულზე.
ხანგრძლივობა:
- კურსის ხანგრძლივობაა მინიმუმ 18 (+5) სასწავლო დღე, მგზავრობის დღეების გამოკლებით. მინიმუმ 25 საათი კვირაში;
- გრანტი ერთჯერადია და არ შეიძლება მისი გაგრძელება;
- კურსი ჩვეულებრივ შემოთავაზებულია ივნისიდან სექტემბრის პერიოდში (ერთი თვე).
ფინანსდება:
- ერთჯერადი სტიპენდია 1,134 ევრო (რომელშიც შედის სასწავლო კურსის ღირებულება და საცხოვრებელი);
- მგზავრობა: 675 ევრო;
- დაზღვევა (ჯანმრთელობის, უბედური შემთხვევის და პასუხისმგებლობის).
შენიშვნა: სტიპენდიიდან გამოიქვითება ენის კურსის და საცხოვრებელის ხარჯები, შესაბამისად სტუდენტი სტიპენდიის სახით აიღებს დარჩენილ სხვაობას.
შერჩევის კრიტერიუმები:
- აკადემიური მოსწრება;
- მოტივაცია (მოტივაციის წერილზე დაყრდნობით).
გერმანული ენის ცოდნა სავალდებულოა მინიმუმ A2 დონეზე.
რეგისტრაციის დროს სავალდებულოა ენის დამადასტურებელი ცოდნის სერტიფიკატის წარდგენა. მისაღებია შემდეგი სერტიფიკატები: onSET-Deutsch, TestDaF, Goethe Institut Zertifikat, DSD, DSH, telc Deutsch, ÖSD-Zertifikat, baccalaureate (for specialised language courses only).
ენის სერტიფიკატი (B2 და უფრო მაღალი), გაცემული უნდა იყოს ბოლო ერთი წლის მანძილზე, უფრო ადრე გაცემული დოკუმენტი არ მიიღება.
დედლაინი: 2023 წლის 1 დეკემბერი
საჭირო დოკუმენტაცია:
- ონლაინ აპლიკაცია;
- გერმანულ ენაზე შევსებული CV;
- მოტივაციის წერილი (გერმანულ ენაზე);
- საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის შემთხვევაში, ატესტატის ასლი, ნიშნების მითითებით (ნათარგმნი ინგლისურ ან გერმანულ ენებზე);
- სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების შემთხვევაში, ბაკალავრის დიპლომის დანართი (ნათარგმნი ინგლისურ ან გერმანულ ენებზე);
- აქტიური ნიშნების ფურცელი (ნათარგმნი ინგლისურ ან გერმანულ ენებზე);
- უცხო ენის სერტიფიკატი;
- სხვა დოკუმენტები, რომლებსაც თვლით რომ საჭიროა აპლიკაციისათვის, მაგ.: სტაჟირების მოწმობა, ცნობა სამსახურიდან და სხვ. (ნათარგმნი ინგლისურ ან გერმანულ ენებზე).
შენიშვნა: ყველა დოკუმენტი უნდა გააგზავნოთ DAAD პორტალის მეშვეობით.
ინფორმაცია ვრცლად იხილეთ ბმულზე.
კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ir@sabauni.edu.ge ან DAAD საქართველოს ოფისს info@daad-georgia.org.