
21სექ,2022
საზაფხულო სკოლა იტალიაში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა დავით ბარბაქაძემ მონაწილეობა მიიღო იტალიის ქალაქ გუბიოში გამართულ ერთ კვირიან საზაფხულო სკოლაში, რომელსაც მასპინძლობა ლუმსას უნივერსიტეტი. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა თოთხმეტი ქვეყნიდან (ესპანეთი, პორტუგალია, ირლანდია, საფრანგეთი, ბელგია, ხორვატია, სლოვაკეთი, ალბანეთი, საქართველო, უკრაინა და ლიბანი).
„საზაფხულო სკოლის მთავარი თემა იყო “ევროპული ჰუმანიზმი კაცობრიობაში”, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს საშუალება მოგვეცა გავცნობოდით საინტერესო თემებს, შევხვედროდით და გვესაუბრა სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებთან და თავად მიგვეღო მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში.
ყოველი დღე საინტერესოდ იყო დაგეგმილი, პირველი ნაწილი მოიცავდა საინტერესო ლექციებს ევროკავშირის ჩამოყალიბების, განვითარებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ, ხოლო დღის მეორე ნაწილი ეთმობოდა შემეცნებით და გასართობ აქტივობებს.
ამ პროგრამაში მონაწილეობით გავიღრმავე ცოდნა ევროკავშირის შესახებ და ასევე გავიცანი სტუდენტები ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყნიდან. მათთან ურთიერთობა, დამეგობრება და იდეების გაცვლა დაუვიწყარი გამოცდილება აღმოჩნდა ჩემთვის, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს უნივერსიტეტსა და ორგანიზატორებს”- დავით ბარბაქაძე.
საზაფხულო სკოლა „ევროპული ჰუმანიზმი კაცობრიობაში“ ორგანიზებულია ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაციის (FUCE) მიერ და ტარდება ყოველ წელიწადს იტალიაში. საბაუნის სტუდენტებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საზაფხულო სკოლაში თანადაფინანსებით.