
24აპრ,2024
საზაფხულო სკოლა
ცხადდება საბუთების მიღება საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. საზაფხულო სკოლა „Practicing Resilience – Preparing for recovery” ჩატარდება ქალაქ სიბენიკში (ხორვატია) 2024 წლის 27 ივნისიდან 7 ივლისის შუალედში და უმასპინძლებს ხორვატიის კათოლიკური უნივერსიტეტი. საზაფხულო სკოლის თემები მიემართება ომის შემდგომ აღდგენას და ითვალისწინებს რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელების მხარდაჭერას.
საზაფხულო სკოლა ორგანიზებულია ნანოვიკის ევროპათმცოდნეობის ინსტიტუტის, ხორვატიის კათოლიკური უნივერსიტეტისა და უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტების მიერ.
საზაფხულო სკოლის პროგრამა საგანმანათლებლო ასპექტებთან ერთად მოიცავს სულიერ, სოციალურ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებსაც. სპეციფიკურობიდან გამომდინარე, პროგრამა ითვალისწინებს ყოველდღიურ მონაწილეობას სხვადასხვა რელიგიური ხასიათის აქტივობებში.
2024 წლის საზაფხულო სკოლის ფარგლებში მსჯელობა იქნება შემდეგი კითხვების ირგვლივ: არის თუ არა უნივერსალური მიდგომა საზოგადოებრივი ცხოვრების მშვიდ მდგომარეობაში დაბრუნებასთან დაკავშირებით? რა თავისებურებები ახასიათებს გარდამავალ პერიოდებს და როგორ მივაღწიოთ სოციალური განვითარების მდგრადობას ომის შემდგომ პერიოდში? რა შეიძლება ვისწავლოთ ომის შემდგომი რეკონსტრუქციის წარმატებული და წარუმატებელი მაგალითებიდან სხვადასხვა ქვეყანაში? ომისშემდგომი აღდგენის კონტექსტში, განხილული იქნება მეზობელი ქვეყნების მაგალითები (ხორვატიისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის ისტორია..)
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა სრულად დაფინანსებულია.
შერჩევის კრიტერიუმები:
• აკადემიური მოსწრება
• მოტივაცია
ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა მინიმუმ B1 დონეზე.
შენიშვნა: თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს, რომელსაც არ აქვს მონაწილეობა მიღებული არც ერთ საგრანტო პროექტში.
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
• აკადემიური მოსწრების ბარათი (ქართულად)
• პასპორტის ასლი
• მოტივაცია (ინგლისურად დაახლოებით 200 სიტყვა)
დაინტერესებულმა პირებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ.ფოსტაზე (ir@sabauni.edu.ge) არაუგვიანეს 30 აპრილისა.
მნიშვნელოვანი ვადები:
30 აპრილი - რეგისტრაცია
1 მაისი - გასაუბრება
დამატებით კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge