
17თებ,2025
საზაფხულო სკოლა: „სამართალი და ენა: მრავალენოვნება, უმცირესობათა უფლებები და სამართლებლივი მსჯელობა“
მიმდინარე წლის 16-27 ივნისს, პაზმანი პეტერის კათოლიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ტარდება საზაფხულო სკოლა თემაზე: „სამართალი და ენა: მრავალენოვნება, უმცირესობათა უფლებები და სამართლებლივი მსჯელობა“.
საზაფხულო სკოლის განმავლობაში ლექციებს წარუძღვებიან ადგილობრივი და მოწვეული პროფესორები:
- francesca fusco (LUMSA University,Rome
- Viola heutger (University of Antwerpen)
- Bastiaan D. Van Der Velden (open universiteit The Netherlands)
- Robert Kakh (st. Thomas, Minnesota)
- Nadja El beheiri, Petra Lea Lancos , Janos Erdody (Pazmany Peter Catholic University, Budapest)
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის საფასურია 100 ევრო.
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
- პასპორტის ფოტო
- CV
- სამოტივაციო წერილი
რეგისტრაცია მიმდინარეობს 2025 წლის 15 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით.
პასუხები ცნობილი გახდება 2025 წლის 5 მაისისთვის.
საზაფხულო სკოლის მონაწილე თავად ფარავს მგზავრობის და ცხოვრების ხარჯებს.
დამატებით ინფორმაციას საზაფხულო სკოლის შესახებ გაეცანით ბმულზე.