
13თებ,2025
საზაფხულო სკოლები ლატვიაში
ცხადდება საბუთების მიღება ლატვიის უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლებში მონაწილეობის მისაღებად. შესაძლებელია ლატვიის მთავრობის მიერ დადგენილი სტიპენდიების მოპოვება საზაფხულო სკოლებში მონაწილეობისათვის.
მონაწილეობის მიღება შეუძლია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს.
პროგრამა ფარავს საცხოვრებელისა და საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის ღირებულებას, ხოლო მგზავრობის ხარჯებს მონაწილე თავად ფარავს.
ლატვიის უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლები:
25.06. – 04.07.2025
- „ლატვიის პარლამენტარიზმი 105: ისტორიის, კულტურის და მედიაწიგნიერების ასპექტები“
- ორგანიზატორი: ლატვიის უნივერსიტეტი
25.06. – 05.07.2025
- FestivaL’and 6.0
- ორგანიზატორი: ლატვიის ხელოვნების აკადემია
26.06 – 05.07.2025
- პორცელანის ტრადიცია ლატვიაში
- ორგანიზატორი: ლატვიის ხელოვნების აკადემია
05.07 – 14.07.2025
- Latvia's Cultural Canon
- ორგანიზატორი: დაუგავპილსის უნივერსიტეტი
28.07. – 08.08.2025
- Urban Drone Dynamics: Mastering Civil Delivery, Detection and Control
- ორგანიზატორი: რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი
03.08 – 12.08.2025
- Green farming skills in a traditional Latvian farmstead
- ორგანიზატორი: რეზეკნეს ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
დაინტერესებული პირები უნდა დაუკავშირდნენ პირდაპირ ორგანიზატორებს.
ვრცლად ინფორმაციას გაეცანით ბმულზე