
28ოქტ,2016
შეხვედრა არჩილ გამზარდიასთან
2016 წლის 28 ოქტომბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესის კლუბის ინიციატივით საბაუნიში გაიმართა პოლიტიკური კომუნიკაციების, საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და თანამედროვე მენეჯმენტის სპეციალისტ არჩილ გამზარდიასთან შეხვედრა. ბატონმა არჩილმა ისაუბრა ზოგადად თანამედროვე მენეჯმენტზე და თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე სტუდენტებს მისცა რჩევები, თუ როგორ გავხდეთ წარმატებული მენეჯერები. შეხვედრა წარიმართა ინტერაქციის რეჟიმში სტუდენტების აქტიური თანამონაწილეობით.