01მაი,2015
შეხვედრა დათო ტურაშვილთან
2015 წელს 1 მაისს, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში ლიტერატურული კლუბის მოწვევით იმყოფებოდა მწერალი დათო ტურაშვილი, რომელმაც ისაუბრა საქართველოს დასავლურ ორიენტაციაზე. მოხსენების დროს მწერალმა ისაუბრა ქართველი ხალხის ევროპულ ფესვებზე და ევროპისაკენ ლტოლვის ლეგიტიმურობაზე. მწერალმა დამსწრე სტუდენტებს მოუწოდა განათლებისაკენ, რადგან, როგორც მან თქვა, განათლებას ალტერნატივა არ გააჩნია, განათლებულ საზოგადოებასა და ქვეყანას შეუძლია გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ხშირად იარაღით ვერ ხდება.