![შეხვედრა დავით კენჭაძესთან](https://www.sabauni.edu.ge/img/news/Sexvedra-daviT-kenWaZesTan-1594325208.jpg)
22დეკ,2015
შეხვედრა დავით კენჭაძესთან
2015 წლის 22 დეკემბერს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში ცნობილმა ქოუჩმა და ტრენერმა დავით კენჭაძემ მასტერკლასი ჩაატარა თემაზე „21 რჩევა წარმატებული კარიერისათვის“. მან ისაუბრა ადამიანის იმ პიროვნულ თვისებებზე, რომლებიც საჭიროა ადამიანისათვის წარმატების მისაღწევად. ცალკე აღინიშნა ის სამი ყველაზე მანკიერი თვისება, რომლებიც ხელს გვიშლის წინსვლაში, ესენია: სიზარმაცე, შიში და ნებისყოფის არქონა. ტრენერმა ასევე ისაუბრა მენეჯერის თვისებებზე, რომლებიც საჭიროა ხელმძღვანელისათვის, იმისათვის რომ კოპმანია იყოს წარმატებული. მან ხაზი გაუსვა განათლების ფაქტორს წარმატების გზაზე და დამსწრე საზოგადოებას მოუწოდა მუდმივი სწავლისაკენ, ვინაიდან, სწორედ სწავლა,საკუთარ თავზე გამუდმებით მუშაობა მოუტანს ადამიანს უდიდეს წარმატებას ცხოვრებაში.
„იმისათვის რომ გახდეთ თქვენი საქმის პროფესიონალი, საშუალოდ დაგჭირდებათ შვიდწლიანი ინტენსიური მუშაობა“ - დაასრულა ტრენინგი კენჭაძემ.
დავით კენჭაძე არის ბიზნეს კონსულტანტი, ქოუჩი, ტრენერი და საკონსულტაციო ჯგუფის გენერალური დირექტორი. მისი კომპანიის მიზანია, დაეხმაროს ადამიანებსა და კომპანიებს მიზნების მიღწევაში. დავითმა კარიერის განმავლობაში კონსულტაცია გაუწია 100-ზე მეტ კომპანიას და 150 000-ზე მეტ ადამიანს.