18ოქტ,2017
შეხვედრა ნატოს სამოკავშირეო ოფისში
18 ოქტომბერს, NATO-ს სამოკავშირეო ოფისში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ნატოს შესახებ. საბაუნის ლექტორის არინა თავაქარაშვილის ხელმძღვანელობით, უნივერსიტეტის სტუდენტები შეხვდნენ ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ბატონ უილიამ ლაჰიუს და ლიტვის ელჩს. ლიტვის ელჩმა ახალგაზრდებს თავისი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს საშუალება მიეცათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები.