04ნოე,2016
შეხვედრა ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარესთან
2016 წლის 4 ნოემბერი. საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, გაიმართა საბაუნის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების შეხვედრა ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარესთან. ნინო ხოფერიამ სტუდენტებს ნოტარიუსთა საკვალფიკაციო გამოცდისა და სასწავლო ცენტრში სტაჟირების გავლის პირობები გააცნო. საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ სამართლის ფაკულტეტების წარმომადგენლები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.