
15ნოე,2021
შეხვედრა წმინდა საყდრის სამოციქულო ნუნციუსთან, მის აღმატებულება - ჟოზე აველინო ბეტენკურთან
საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გოჩა ბარნოვი, თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ტარიელ ლელუაშვილი, ასევე თეოლოგიისა და ფილოსოფიის კვლევითი ინსტიტუტის წევრები: კახა შჩერბაკოვი და მიხეილ ნებიერიძე, საქართველოში წმინდა საყდრის სამოციქულო ნუნციუსს მის აღმატებულებას - ჟოზე აველინო ბეტენკურს შეხვდნენ.
შეხვედრა მიმდინარე წლის 15 ნოემბერს გაიმართა.