
29ნოე,2021
შეხვედრები ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში
საბაუნის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი გორაძე ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში მიწვეული იყო იოანე პავლე მეორის ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან:
- სამართლის, საეკლესიო სამართლისა და საჯარო მმართველობის დეკანის მოადგილე მიხალ დომაგალასათან;
- ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის ხელმძღვანელ, ასოცირებულ პროფესორ ანნა კოშინსკასთან;
- ასოცირებულ პროფესორ ედიტა კშიშტოფიკთან.
შეხვედრების დროს მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.
შეხვედრები გაიმართა ასევე კულის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელ ტომაშ კოსტეცკისა და ოფისის ერასმუსის კოორდინატორ მაგდალენა კიშჩუკთან, რომლებმაც თავის მხრივ აღნიშნეს, რომ დაინტერესებული არიან საბაუნისთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობით, ასევე დასძინეს, რომ საბაუნის სტუდენტები ყოველთვის გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტს დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებთ, უნივერსიტეტები Erasmus+ ფარგლებში კი 2015 წლიდან აქტიურად თანამშრომლობენ.