
20დეკ,2022
შემეცნებითი ვიზიტი პოლონეთში
საბაუნის სამართლის ფაკულტეტის დეკანის, გიორგი გორაძის ორგანიზებით, გაიმართა შემეცნებითი ვიზიტი პოლონეთში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საბაუნის სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებმა და პრაქტიკოსმა ადვოკატებმა.
ვიზიტის ფარგლებში ეწვივნენ პოლონეთის სეიმს, პოლონეთის უმაღლეს სასამართლოსა და საკონსტიტუციო ტრიბუნალს.
საბაუნის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით სტუდენტების შემეცნებითი ვიზიტები საერთაშორისო სასამართლოებში, ევროსტრუქტურებსა და ევროპული სახელმწიფოების უმაღლეს ორგანოებში ყოველწლიურად ხორციელდება.