
17მარ,2023
შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართალში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა გამოსცა „შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართალში“. სახელმძღვანელო დაფუძნებულია სამოქალაქო სამართლის ძირითად თეორიებზე, სასამართლო პრაქტიკასა და კონკრეტულ მაგალითებზე.
გამოცემის ავტორები არიან სიმონ ტაკაშვილი, გიორგი მესხი, ლიკა კობალაძე, თამარ ლაკერბაია, ნინო ქათამაძე, ოლიკო კობახიძე, ნინო ლიპარტია და მათე ხვედელიძე.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული მკითხველისათვის.
წიგნის შეძენა შესაძლებელია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, წიგნის მაღაზია „ლიგამუსსა“ და სამართლის ლიტერატურის სხვა გამავრცელებლებთან.