08დეკ,2014
შეთანხმება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების ქსელის დაფუძნების თაობაზე
2014 წლის 7 დეკემბერს ლუბლინის უნივერსიტეტში ხელი მოეწერა შეთანხმებას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების ქსელის დაფუძნების თაობაზე. ქსელში გაერთიანებული ხუთი ქვეყნის 12 უნივერსიტეტიდან, ერთ-ერთი სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტია. ქსელის მიზანია ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების დასავლეთთან თანამშრომლობას საგანმანათებლო სფეროში. იგი მოიცავს მთელ რიგ ღონისძიებებს, მათ შორის:
- ერთობლივ საგრანტო პროექტებს;
- კვლევით პროექტებს;
- ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს;
- სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს;
- ერთობლივ კონფერენციებსა და სიმპოზიუმებს ;
- ერთობლივი პუბლიკაციების მომზადებასა და გამოცემას;
- ერთობლივ კულტურულ და სპორტულ პროგრამებს.
უნივერსიტეტთა ქსელს ხელმძღვანელობს სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის მეგობარი და პარტნიორი უნივერსიტეტი, ლუბლინის უნივერსიტეტი, პოლონეთი.
ქსელში გაწევრიანებულნი არიან შემდეგი უნივერსიტეტები:
ბარანოვიჩის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბელარუსი
მოლდოვის თავისუფალი საერთაშორისო უნივერსიტეტი, მოლდოვა
დროჰობიჩის ივან ფრანკოს სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, უკრაინა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან არსებული საჯარო მმართველობის ნაციონალური აკადემიის, ხარკოვის საჯარო მმართველობის რეგიონალური ინსტიტუტი, უკრაინა
ხმელნიცკის ნაციონალური უნივერსიტეტი, უკრაინა
იური ფედკოვიჩ ჩერნივტსის ნაციონალური უნივერსიტეტი, უკრაინა
ლესია უკრაინსკას აღმოსავლეთ ევროპის ნაციონალური უნივერსიტეტი, ლუტსკი, უკრაინა
„ოსტროხ აკადემიის“ ნაციონალური უნივერსიტეტი, უკრაინა
ტერნოპილისი ნაციონალური ეკონომიკური უნივერსიტეტი, უკრაინა
ჟიტომირის ივან ფრანკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უკრაინა.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთა ქსელის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო შედგება ქსელში გაწევრიანებული უნივერსიტეტების რექტორებისაგან.