18იან,2024
შიდა მობილობა საბაუნიში
2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე შიდა მობილობით ჩარიცხვისათვის ვაკანტური ადგილები განისაზღვრა შემდეგი სახით:
№ |
საფეხური |
საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება |
ვაკანტური ადგილების რაოდენობა |
1 |
ბაკალავრიატი |
სამართლის საგანმანათლებლო პროგრამა |
10 |
2 |
ბაკალავრიატი |
ინგლისური ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა |
80 |
3 |
ბაკალავრიატი |
საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამა |
3 |
4 |
ბაკალავრიატი |
ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა |
5 |
5 |
ბაკალავრიატი |
სოციოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა |
5 |
6 |
ბაკალავრიატი |
პოლიტიკის მეცნიერების საგანმანათლებლო პროგრამა |
3 |
7 |
მაგისტრატურა |
საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამა |
5 |
8 |
მაგისტრატურა |
ადამიანური რესურსების მართვის საგანმანათლებლო პროგრამა |
1 |
9 |
მაგისტრატურა |
ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა |
1 |
შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის ვადები
- შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირების საბუთების მიღება და კრედიტების აღიარება 2024 წლის 22 იანვრიდან - 29 იანვრის ჩათვლით.
- შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების დადება - 2024 წლის 30-31 იანვარი.
- შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ ბრძანების სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის მიწოდება - 2024 წლის პირველი თებერვალი.
შიდა მობილობის პროცესში (ჩარიცხვამდე) წარმოსადგენი დოკუმენტაცია
დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება უნივერსიტეტის კანცელარიაში, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით) 10:00 - დან 17:00 საათამდე, მისამართზე კ. ქუთათელაძის ქ. №3.
ა) განცხადება მიმღები ფაკულტეტის დეკანის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი დედნის წარმოდგენით (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის /პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
გ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
შიდა მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ჩაბარებული:
- ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი საგანი/საგნები იმ სტუდენტებისათვის, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ;
- საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი.
შენიშვნა: მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ სტუდენტებზე, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს 2020 წლამდე, ასევე იმ სტუდენტებზე, რომელთაც არ ჩაუბარებიათ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი.