
19ივლ,2024
შიდა მობილობა
2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე შიდა მობილობით წესით ჩარიცხვისათვის ვაკანტური ადგილები განისაზღვრა შემდეგი სახით:
№ |
საფეხური |
საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება |
ვაკანტური ადგილების რაოდენობა |
1 |
ბაკალავრიატი |
სამართლის საგანმანათლებლო პროგრამა |
10 |
2 |
ბაკალავრიატი |
ინგლისური ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა |
10 |
3 |
ბაკალავრიატი |
საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამა |
3 |
4 |
ბაკალავრიატი |
ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა |
5 |
5 |
ბაკალავრიატი |
სოციოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა |
5 |
6 |
ბაკალავრიატი |
პოლიტიკის მეცნიერების საგანმანათლებლო პროგრამა |
3 |
7 |
მაგისტრატურა |
საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამა |
2 |
8 |
მაგისტრატურა |
ადამიანური რესურსების მართვის საგანმანათლებლო პროგრამა |
3 |
9 |
მაგისტრატურა |
ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა |
3 |
10 |
ბაკალავრიატი |
ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა |
5 |
11 |
ბაკალავრიატი |
ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა |
5 |
12 |
ბაკალავრიატი |
ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამა |
5 |
შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირების საბუთების მიღება და კრედიტების აღიარება 2024 წლის 2 სექტემბრიდან - 5 სექტემბრის ჩათვლით.
შენიშვნა, სხვა ფაკულტეტიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის რომელიმე პროგრამაზე გადასვლის შემთხვევაში კანდიდატს დაენიშნება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან (6-9 სექტემბერი).
- აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების დადება - 2024 წლის 9-10 სექტემბერი.
- ჩარიცხვის შესახებ ბრძანების სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის მიწოდება - არაუგვიანეს 2024 წლის 16 სექტემბრისა.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- განცხადება მიმღები ფაკულტეტის დეკანის სახელზე;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი დედნის წარმოდგენით (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
- სტუდენტის სასწავლო ბარათი.
შიდა მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ჩაბარებული:
- ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი საგანი/საგნები იმ სტუდენტებისათვის, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ;
- საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი.
შენიშვნა: 4.2. პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ სტუდენტებზე, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს 2020 წლამდე, ასევე იმ სტუდენტებზე, რომელთაც არ ჩაუბარებიათ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი.