
25აგვ,2025
შიდა მობილობა
2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე შიდა მობილობით ჩარიცხვისათვის ვაკანტური ადგილები:
№ |
საფეხური |
საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება |
ვაკანტური ადგილების რაოდენობა |
|
ბაკალავრიატი |
ინგლისური ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა |
7 |
|
ბაკალავრიატი |
საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამა |
5 |
|
ბაკალავრიატი |
ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა |
7 |
|
ბაკალავრიატი |
პოლიტიკის მეცნიერების საგანმანათლებლო პროგრამა |
5 |
|
მაგისტრატურა |
საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამა |
3 |
|
ბაკალავრიატი |
საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამა |
50 |
|
მაგისტრატურა |
ადამიანური რესურსების მართვის საგანმანათლებლო პროგრამა |
2 |
|
მაგისტრატურა |
ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა |
2 |
|
ბაკალავრიატი |
ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა |
5 |
|
ბაკალავრიატი |
ბიზნესის ადმინისტრირების (ინგლისურენოვანი) საგანმანათლებლო პროგრამა |
3 |
|
ბაკალავრიატი |
ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამა |
5 |
|
მაგისტრატურა |
თეოლოგია |
2 |
|
ბაკალავრიატი |
თეოლოგია |
5 |
|
მაგისტრატურა |
აღმოსავლეთ ევროპის საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება |
3 |
|
ბაკალავრიატი |
სამართლის საგანმანათლებლო პროგრამა |
10 |
2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის ვადები :
1. შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირების საბუთების მიღება და კრედიტების აღიარება 2025 წლის 1 სექტემბრიდან - 4 სექტემბრის ჩათვლით.
შენიშვნა, სხვა ფაკულტეტიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის რომელიმე პროგრამაზე გადასვლის შემთხვევაში კანდიდატს დაენიშნება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან (6-9 სექტემბერი).
შიდა მობილობის პროცესში (ჩარიცხვამდე) წარმოსადგენ დოკუმენტაციად განისაზღვროს:
ა) განცხადება მიმღები ფაკულტეტის დეკანის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი დედნის წარმოდგენით (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
გ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
შიდა მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ჩაბარებული:
ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი საგანი/საგნები იმ სტუდენტებისათვის, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ;
საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი.
დოკუმენტაციის მიღება განხორციელდეს უნივერსიტეტის კანცელარიაში, 10:00-დან 17:00 საათამდე, მისამართზე: კ. ქუთათელაძის ქ. #3