15იან,2026
შიდა მობილობა
2025-2026 წლის სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე შიდა მობილობით ჩარიცხვისათვის ვაკანტური ადგილები განისაზღვრა შემდეგი სახით:
|
№ |
საფეხური |
საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება |
ვაკანტური ადგილების რაოდენობა |
|
1 |
ბაკალავრიატი |
საერთაშორისო ურთიერთობები |
5 |
|
2 |
ბაკალავრიატი |
ფსიქოლოგია |
10 |
|
3 |
ბაკალავრიატი |
პოლიტიკის მეცნიერება |
5 |
|
4 |
ბაკალავრიატი |
ინგლისური ფილოლოგია |
10 |
|
5 |
მაგისტრატურა |
აღმოსავლეთ ევროპის საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება |
3 |
|
6 |
ბაკალავრიატი |
სამართალი |
5 |
|
7 |
ბაკალავრიატი |
საჯარო მმართველობა |
15 |
|
8 |
მაგისტრატურა |
საჯარო მმართველობა |
3 |
|
9 |
მაგისტრატურა |
ადამიანური რესურსების მართვა |
2 |
|
10 |
მაგისტრატურა |
ბიზნესის ადმინისტრირება |
2 |
|
11 |
ბაკალავრიატი |
ბიზნესის ადმინისტრირება |
5 |
|
12 |
ბაკალავრიატი |
ტურიზმი |
5 |
|
13 |
ბაკალავრიატი |
თეოლოგია |
3 |
შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის ვადები
- შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირების საბუთების მიღება და კრედიტების აღიარება 2026 წლის 14 იანვრიდან - 23 იანვრის ჩათვლით.
- შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების დადება - 26 იანვარი.
- შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ ბრძანების სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის მიწოდება - 28 იანვარი.
შიდა მობილობის პროცესში (ჩარიცხვამდე) წარმოსადგენ დოკუმენტაციად განისაზღვროს:
ა) განცხადება მიმღები ფაკულტეტის დეკანის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი დედნის წარმოდგენით (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის /პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
გ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
შიდა მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ჩაბარებული:
- ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი საგანი/საგნები იმ სტუდენტებისათვის, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ;
- საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი.
შენიშვნა: 4.2. პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ სტუდენტებზე, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს 2020 წლამდე, ასევე იმ სტუდენტებზე, რომელთაც არ ჩაუბარებიათ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი.