
18ივლ,2020
შიდა მოილობა საბაუნიში
2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე შიდა მობილობის წესით ჩარიცხვისთვის გამოყოფილია შემდეგი ადგილები:
№ |
საფეხური |
საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება |
ვაკანტური ადგილების რაოდენობა |
1 |
ბაკალავრიატი |
საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამა |
5 |
2 |
ბაკალავრიატი |
ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა |
5 |
3 |
ბაკალავრიატი |
ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამა |
10 |
4 |
ბაკალავრიატი |
თეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა |
5 |
5 |
ბაკალავრიატი |
სამართლის საგანმანათლებლო პროგრამა |
5 |
6 |
ბაკალავრიატი |
პოლიტიკის მეცნიერებების საგანამანათლებლო პროგრამა |
10 |
7 |
ბაკალავრიატი |
ფსიქოლოგიის საგანამანათლებლო პროგრამა |
10 |
8 |
ბაკალავრიატი |
სოციოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა |
10 |
ჩარიცხვის ვადები:
- საბუთების მიღება და კრედიტების აღიარება 2020 წლის 20 აგვისტო - 04 სექტემბრის ჩათვლით.
- აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება - 2020 წლის 08 სექტემბერი - 11 სექტემბრის ჩათვლით.
- ჩარიცხვის შესახებ ბრძანების სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის მიწოდება - 2020 წლის 14 სექტემბერი.
მობილობის პროცესში (ჩარიცხვამდე) წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- განცხადება მიმღები ფაკულტეტის დეკანის სახელზე;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი დედნის წარმოდგენით (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის /პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
- სტუდენტის სასწავლო ბარათი;
საბუთების მიღება წარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 10:00 - დან 17:00 საათამდე მისამართზე კ. ქუთათელაძის ქ. №3
ასევე შეგიძლიათ საბუთები გადმოგზავნოთ საბაუნის ოფიციალურ მეილზე: info@sabauni.edu.ge
ბრძანება შიდა მობილობასთან დაკავშირებით: